20 აპრილი 2024,   06:02
ვრცლად
სოფელ ცაცხვში, ერთ-ერთი მიტოვებული შენობიდან მოზარდი გადავარდა

უბედური შემთხვევა სამეგრელოში - ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაცხვში, ერთ-ერთი მიტოვებული შენობიდან მოზარდი გადავარდა. მოზარდი დასუფთავების აქციაში მონაწილეობდა, პროცესის დასრულების შემდეგ კი ახალგაზრდები შენობაში ფოტოებს იღებდნენ. სწორედ ამ დროს მოაჯირი, რომელსაც ბავშვი ეყრდნობოდა მოძვრა და მოზარდიც, დაახლოებით, 7 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. სასწრაფო დახმარების მანქანამ ის თავის ქალის ტრავმით ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით, 15 წლის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

„პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები და შედეგად დადგინდა ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მკურნალობას აგრძელებს ნეიროქირურგიულ განყოფილებაში,“ - განაცხადა ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა მაია ესებუამ.

დღის ამბები