20 აპრილი 2024,   03:42
ვრცლად
ზედამხედველობა არის ჩვენი საერთო გულისტკივილი - ირაკლი კობახიძე

„ზედამხედველობა არის ჩვენი საერთო გულისტკივილი,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ზედამხედველობაზე საუბრისას გააკეთა.

ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტში ცვლილებებზე მუშაობას იწყებს, რათა დეპუტატებმა უფრო მარტივად დაიბარონ მთავრობის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანში და კონკრეტულ საკითხებზე ანგარიში მოითხოვონ.

ირაკლი კობახიძე პროცესში ჩართვისკენ ოპოზიციასაც მოუწოდებს და აცხადებს, რომ დღეს მოქმედი რეგლამენტი პარლამენტს პრაქტიკულად არ აძლევს საშუალებას, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობა სრულყოფილად განახორციელოს.

„მინდა, რომ პარლამენტი უფრო ძლიერი გახდეს ზედამხედველობის კუთხით. ერთ-ერთი მექანიზმი ამისთვის არის ცვლილებები, რომელიც უნდა განხორციელდეს რეგლამენტში. წინასწარი პროცესი არის დაწყებული. იმ კვირიდან, სავარაუდოდ, უკვე გაიხსნება ეს პროცესი და ყველა საპარლამენტო პარტია, პირველ რიგში, უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და ერთად უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ უნდა დაიხვეწოს მექანიზმები, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გასაძლიერებლად,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები