25 აპრილი 2024,   19:57
ვრცლად
ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს ვახტანგ ლომჯარია უხელმძღვანელებს

თბილისის მერმა საზოგადოებას ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ახალი უფროსი წარუდგინა. მუნიციპალურ სამსახურს ვახტანგ ლომჯარია უხელმძღვანელებს. კალაძის განცხადებით, ახალი გუნდის მთავარი მიზანი ჰუმანური, სამართლიანი და თანამედროვე მიდგომებით ცხოველთა უფლებების დაცვაა.

„დარწმუნებული ვარ ახალი გუნდი ამ სააგენტოში ახალი ხედვებით და საქმიანობით დააკმაყოფილებს  როგორც ქალაქის საჭიროებებს  ასევე არასამთავრობო სექტორის თუ საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს. ჰუმანური, სამართლიანი და თანამედროვე-ასეთი იქნება ახალი ხელმძღვანელობის პირობებში,“-განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით კი ცხოველებთან ურთიერთობა უნდა იყოს მეტად ჰუმანური და ამასთან უნდა იქნას დაცული მოსახლეობის უფლებებიც.

„ჩვენ გვესმის, რომ ცხადია ცხოველებთან დამოკიდებულება უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტად ადამიანური, თუმცა ამავდროულად ჩვენ უნდა დავიცვათ მოსახლეობის კომფორტი და ეს არ უნდა მოხდეს ერთი მეორის ხარჯზე,“-განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ

დღის ამბები