19 აპრილი 2024,   00:22
ვრცლად
პრობლემა არა კანონში, არამედ ხელისუფლებაშია - ზაზა ბიბილაშვილი კობახიძის განცხადებას აფასებს

„ეს არის კლასიკური კლანური დაპირისპირება „ქართული ოცნების“ შიგნით, როდესაც კალაძის კლანი ებრძვის კვირიკაშვილის კლანს,“ - ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ბიბილაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას.

ირაკლი კობახიძემ დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტში ცვლილებებზე მუშაობას იწყებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ცვლილებების შედეგად დეპუტატები უფრო მარტივად დაიბარებენ მთავრობის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანში და კონკრეტულ საკითხებზე ანგარიშს მოსთხოვენ.

ზაზა ბიბილაშვილის თქმით, ხელისუფლება ანგარიშვალდებულია ივანიშვილთან და არა საზოგადოებასთან.

„მინისტრები არ მიდიან პარლამენტში და ისინი არ არიან ანგარიშვალდებულნი პარლამენტარების წინაშე. პრობლემა არა კანონში, არამედ ხელისუფლებაშია, რომელიც კანონს არ ასრულებს. ეს უკვე მერამდენედ ხდება, როდესაც ხელისუფლება საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრის და იმის მაგივრად, რომ შეასრულოს არსებული კანონი, საუბრობს კანონის დახვეწაზე, ცვლილებებზე და ა.შ. საჭიროა მხოლოდ ერთი რამ, პოლიტიკური ნება,“ - განაცხადა ბიბილაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები