19 აპრილი 2024,   12:21
ვრცლად
ავიაიერიშების მიუხედავად, სირიის აღმოსავლეთ გუთას რეგიონში ჰუმანიტარული დახმარება შევიდა

ავიაიერიშების მიუხედავად, სირიის აღმოსავლეთ გუთას რეგიონში ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. 46 სატვირთოსგან შემდგარმა კოლონამ რეგიონში ჩარჩენილ მოსახლეობას საკვები და პირველადი დახმარების ნივთები უნდა დაურიგოს. თებერვლის შემდეგ ეს არის პირველი ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეუშვეს. გაეროს რეზოლუციისა და გამოცხადებული ზავის მიუხედავად, სირიის სამთავრობო ძალები აღმოსავლეთ გუთას რეგიონს ამ დრომდე ბომბავენ. იერიშებს წუხელ 14 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ბოლო სამი კვირის განმავლობაში დაღუპულთა რიცხვი კი 700 აჭარბებს. 

დღის ამბები