16 აპრილი 2024,   11:17
ვრცლად
სახალხო პროტესტი სვანეთში - ადგილობრივები გიგანტური ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან

სახალხო პროტესტი სვანეთში - ადგილობრივები გიგანტური ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან.

მესტიელები დარწმუნებული არიან, რომ ჰესის მშენებლობა საფრთხეს უქმნის სოფლებს და კულტურულ მემკვიდრეობას. ამბობენ, რომ უკან არ დაიხევენ და კერძო კომპანიას ჰესის აშენების შესაძლებლობას და შესაბამისად ადგილობრივი უნიკალური ბუნებისთვის ზიანის მიყენებას არ დაუშვებენ.

სვანეთის მოსახლეობა დღეს კომპანია „სი ენერჯის“ ოფისთან შეიკრიბა. ადგილობრივების მოთხოვნა უცვლელია, შეჩერდეს ჰესის მშენებლობა. ხალხმა დღეს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასაც მიმართა.

ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ ისინი მოატყუეს, რადგან პირვანდელი ვარიანტით ჰესი გაცილებით მცირე მასშტაბის უნდა ყოფილიყო. ახალ პროექტით დაწყებული სამუშაოების შედეგად კი უკვე განადგურდა ტურისტების მიმზიდველი არაერთი ადგილი. პროტესტს დღეს უცხოელი ტურისტებიც შეუერთდნენ.

მოთხოვნის მიუხედავად აქციის მონაწილეებს არავინ შეხვედრია.

ავტორი: ემა გოგოხია. 

დღის ამბები