23 აპრილი 2024,   16:37
ვრცლად
ოზურგეთის საკრებულოს  ხმაურიანი სხდომა - ვალი ღორების ხელოვნური განაყოფიერების პროექტის ჩავარდნისთვის

ღორების ხელოვნური განაყოფიერების ჩავარდნილი პროექტის გამო, ოზურგეთის ადგილობრივ ხელისუფლებას ვალი დაედო. ოზურგეთის მერიას თანხის გადახდა მოუწევს კომპანიისთვის, რომელმაც მას უცხოური ჯიშის ცხოველების გასამრავლებლად, ხელოვნური განაყოფიერების პროცედურისთვის, მასალა მიაწოდა. აღმოჩნდა, რომ ადგილობრივ მთავრობას ღორების ხელოვნური განაყოფიერებისათვის შეძენილი სპერმის ვალი აქვს - 500 ლარი. მიმწოდებელი კომპანიისთვის ვალის გადახდის საკითხზე ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს, რომელმაც სერიოზული დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე ჩაიარა.

ღორის სპერმა ადგილობრივმა მთავრობამ ფერმერობის პროგრამის ფარგლებში შეიძინა, ხელოვნური განაყოფიერებისათვის შინაური ცხოველის ახალი ჯიშების გასამრავლებლად. აღმოჩნდა, რომ პროექტი ჩავარდა.

დეპუტატებმა იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, სპერმის მიმწოდებელ კომპანიას ფული მაინც უნდა გადაუხადონ. ოპოზიციამ ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა.

ავტორი: ლადო მენაბდე. 

 

დღის ამბები