19 აპრილი 2024,   06:27
ვრცლად
დაპირისპირება ენმ-ის წევრებსა და ბორჯომის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებს შორის

ხმაური ბაკურიანის მუნიციპალიტეტში - დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და ბორჯომის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებს შორის ოპოზიციის კითხვებმა გამოიწვია.

ოპოზიცია მაღალჩინოსნებს განმარტებებს სთხოვს მოსახლეობისთვის მიწების ჩამორთმევის საკითხზე და მერიის მაღალჩინოსნების ხელფასებთან დაკავშირებითაც.

პარტიის წევრებმა მოგვიანებით ის ოჯახებიც მოინახულეს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათ კუთვნილი მიწები ჩამოართვეს.

„ახლა ჩვენ ვდგავართ კონკრეტულ სახლთან, მის მეზობლად, რამდენიმე მეტრში, რომელსაც მისი მამიდაშვილისთვის გამგებელმა გობრინიძემ წაართვა კონკრეტული სახლი ადამიანებს და ამას ადასტურებენ მეზობლები, რომლებიც ამბობენ, რომ 30 წელია, გრიგალაშვილები ცხოვრობენ ამ სახლში და მას შემდეგ, რაც გობრონიძე გახდა გამგებელი, მისი მამიდაშვილისთვის წაართვა ეს ქონება და მისი მამიდაშვილი არის სისხლის სამართლის საქმეში ეჭვმიტანილი და გასამართლებული, რომელ საქმეშიც გობრონიძეც ფიგურირებს,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები