25 აპრილი 2024,   15:54
ვრცლად
"გვაქვს საშუალებები, ხელი შევუშალოთ იმ ხალხს, ვინც არღვევს უვიზო მიმოსვლის პირობებს" - გემანიის დელეგაცია

გერმანიის სამთავრობო დელეგაცია შინაგან საქმეთა სამინსიტროს მაღალჩინოსნებს შეხვდა.

შეხვედრის გასაშუქებლად დღეს ჟურნალისტები სამინისტროს შენობაში არ შეუშვეს. გერმანიის ლტოლვილთა და დაბრუნების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინტერვიუ კი გიორგი გახარიას პრესსამსახურმა გაავრცელა.

ქრისტიან კლოსი ამბობს, რომ თავისუფალი მიმოსვლა შენარჩუნდება და თბილისში გამართულ მოლაპარაკებებზე საუბარი ეხებოდა, როგორ უნდა შეაჩეროს საქართველომ თავშესაფრის მაძიებელთა ევროკავშირში შესვლა.

„თავისუფალი მიმოსვლა შენარჩუნდება. ჩვენ გვაქვს საშუალებები, რომ ხელი შევუშალოთ იმ ხალხს, ვინც არღვევს უვიზო მიმოსვლის პირობებს და  ითხოვს თავშესაფარს გერმანიაში,“ -განაცხადა ქრისტიან კლოსიმ

დღის ამბები