16 აპრილი 2024,   22:40
ვრცლად
სირიაში რუსული სამხედრო ვერტმფრენის ავიაკატასტროფას 32 მგზავრი ემსხვერპლა 

სირიაში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. "ან 26"-მა კატასტროფა ჰმეიმიმის რუსულ ბაზაზე დაშვებისას განიცადა. დაიღუპა 26 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი.

წინასწარი ვერსიით, მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

აღმოსავლეთ გუთაში კი საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.

ადამიანის უფლებების დამცველთა მტკიცებით, ქალაქ ჰარასტაში ავიაიერიშების შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა 300 ზე მეტი კი დაიჭრა.

ამბოხებულებს რუსმა სამხედროებმა მიმართეს და გუთას დასატოვებლად უსაფრთხო დერეფანი შესთავაზეს.

დღის ამბები