19 აპრილი 2024,   01:30
ვრცლად
საქართველოში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტები იმყოფებიან

საქართველოში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტები, პამელა ვაიპონდი და ჟილბერ ფელი, იმყოფებიან.

მათ შეხვედრები გამართეს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელთან, კულტურის და ეკონომიკის მინისტრთან და პრემიერ მინისტრთან.

სტუმრობის მიზეზი გიორგი კვირიკაშვილისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის შეხვედრის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება გახდა.

ქართულმა მხარემ ოფიციალურად დაადსტურა 2030 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის სურვილი.

ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის საქართველოს მთის კურორტებს, მათ პოტენციალს და განსაზღვრავს, რა სამუშაოების ჩატარება და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნება საჭირო, რომ ქვეყანამ ზამთრის სახეობებში მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლოს.

დღის ამბები