18 აპრილი 2024,   19:49
ვრცლად
თავი უფრო ღრმად გვაქვს ჩათხრილი და ჩადებული ქვიშაში - ადა მარშანია

„ასეთი პატიოსანი რეზოლუციები, განსაკუთრებულად ნაციონალური მოძრაობის, რომელიც ასე ზუსტად და პატიოსნად აღბეჭდავს და უჩვენებს ჩვენს სრულ უსუსურობას, მე დიდი ხანია, არ წამიკითხავს,“ - ასე შეაფასა პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ადა მარშანიამ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე არჩილ ტატუნაშვილის შესახებ რეზოლუციები და ნაციონალური მოძრაობის წინადადება. მან რეზოლუციის პროექტები გააკრიტიკა.

„უმრავლესობის რეზოლუცია არის იგივე, უფრო აკადემიურად დაწერილი, უბრალოდ აქ საერთაშორისო თანამეგობრობას ვეხვეწებით და ვთხოვთ მორიგჯერ, რომ გააძლიეროს მან თავისი ძალისხმევა. ასეთ მძიმე და ცუდ დღეში ვართ და ვაგრძელებთ იგივე პოლიტიკას და თავი უფრო ღრმად გვაქვს ჩათხრილი და ჩადებული ქვიშაში,“ - განაცხადა ადა მარშანიამ.

ამ ეტაპზე პარლამენტში რეზოლუციის ორი პროექტია დარეგისტრირებული. ევროპული საქართველო ე.წ. მაგნიტსკის სიის ანალოგის, "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შექმნას ითხოვს, სადაც საქართველოს მოქალაქეების წამებისა და სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებულებს სანქციები დაეკისრებათ. მმართველი გუნდის მიერ მომზადებული რეზოლუცია კი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას, საერთაშორისო გამოძიებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორების დაშვებას ითვალისწინებს.

ასევე საკუთარი წინადადებები ნაციონალური მოძრაობის წევრებმაც წარადგინეს.

პარტიის ლიდერების განცხადებით, აუცილებელია რეზოლუციაში აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეწყვეტა ჩაიწეროს, ვიდრე ტატუნაშვილის საქმის გამოძიება არ მოხდება.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები