24 აპრილი 2024,   16:47
ვრცლად
7 მარტს კომპოზიტორ ჯანსუღ კახიძის გარდაცვალებიდან 16 წელი სრულდება

7 მარტი მაესტრო ჯანსუღ კახიძის გარდაცვალების დღეა. ამასთან დაკავშირებით მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ყოველწლიურად იმართება განსაკუთრებული პროგრამის მქონე კონცერტები.

ხვალ თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საქართველოს სახელმწიფო კაპელა, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, პირველად საქართველოში შეასრულებს ჩეხი კომპოზიტორის, ანტონი დვორჟაკის, "მესას".  

სოლისტების რანგში წარსდგებიან ახალგაზრდა ქართველი ვოკალისტები. აგრეთვე შესრულდება დვორჟაკის კონცერტი ჩელოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის.

კონცერტს შეასრულებს თბილისის სიმფონიური ორკესტრის ჩელოების სექციის კონცერტმაისერი თორნიკე გეწაძე.

დღის ამბები