23 აპრილი 2024,   20:04
ვრცლად
ეს ფული არის ბორჯომელების - ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე მერიის სახელფასო ნუსხის არდამტკიცების მიზეზებზე

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე იმ მიზეზებს განმარტავს, რამაც საბოლოოდ ქალაქში პოლიტიკური კრიზისი შექმნა.

ზაზა ჩაჩანიძე აცხადებს, რომ დაპირისპირება საკრებულოს უმრავლესობას და მერს შორის გაცილებით ადრე დაიწყო. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობაში მოსულმა საკრებულოს ოპოზიციამ კონსტრუქციული ურთიერთობა მერიასთან სცადა, მერმა შეხვედრის სურვილი არ გამოთქვა. საბოლოოდ კი, მისი თქმით, სიტუაციის გამწვავება მერიის თანამშრომლების მხრიდან ხელფასების გაორმაგების მცდელობამ გამოიწვია.

„2017 წლის ნუსხა დამტკიცებულია და ძველი წესით გასცენ ხელფასები,“ - განაცხადა ზაზა ჩაჩანიძემ და აღნიშნა, რომ კრიზისი ხელოვნურად მერმა შექმნა, რადგან მას გასულ წელს დამტკიცებული ხელფასები ნუსხით შეუძლია, გასცეს ანაზღაურება რიგით თანამშრომლებზე.

ზაზა ჩაჩანიძე ამბობს, რომ საკრებულო დაეთანხმა რიგითი თანამშრომლების ხელფასების მატებას, თუმცა, წინააღმდეგ წავიდა სამსახურების უფროსების, მერის და მისი მოადგილეების ხელფასების გაორმაგებაზე

„მათ აქვთ 1550 ლარი. კანონი გვაძლევს უფლებას რამდენიმე ნიხრით მომატების. ეს არის იგივე 150 ლარით პირველი მატება და კანონი არ ირღვევა, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, ესენი კი იძახიან - არა, მეორე ნიხრით მოგვიმატე 450 ლარიო. აქ ვერ ვთანხმდებით. არის ორი მოადგილე და მერი,“ - განაცხადა ზაზა ჩაჩანიძემ.

მან განმარტა, რომ პრინციპულად ხელფასის მომატების წინააღმდეგი არ არის, თუმცა, არ ეთანხმება ხელფასის გაორმაგებას და გასამმაგებას.

„ეს ფული არის ბორჯომელების,“ - განაცხადა ზაზა ჩაჩანიძემ. 

დღის ამბები