25 აპრილი 2024,   17:43
ვრცლად
საერთოდ არ ჩაატარეს საკრებულოს სხდომა, ხელოვნურად იყო ჩაგდებული - ბორჯომის მერი

„ჩაინიშნოს საკრებულოს ხელახალი სხდომა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაირკვას ყველა ის საკითხი, რაზეც პრობლემები არსებობს,“ - ეს განცხადება ბორჯომის მერმა, ლევან ლიპარტიამ, ბორჯომში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

ბორჯომის მერიამ საკრებულოში გადააგზავნა დოკუმენტი, სადაც ხელფასების ზრდა იყო მოთხოვნილი, თუმცა, ოპოზიციამ დოკუმენტი არ დაამტკიცა. ოპოზიციის უარს კი მმართველ გუნდსა და ოპონენტებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ლევან ლიპარტია აღნიშნავს, რომ ხელახლა გადაგზავნილ დოკუმენტში პირადად მისი ხელფასის ზრდაზე საერთოდ აღარ იყო ჩანაწერი.

„ჩემი ხელფასი იყო ჩაგზავნილი, ასე ვთქვათ, იგივე, რაც ამ წუთში არის, მომატების გარეშე, თუმცა, არ განხილულა მაინც. საერთოდ არ ჩაატარეს საკრებულოს სხდომა, ხელოვნურად იყო ჩაგდებული,“ - განაცხადა ბორჯომის მერმა.

ბორჯომის მერის განცხადებით, აქციები გაგრძელდება.  

დღის ამბები