16 აპრილი 2024,   12:50
ვრცლად
„სისხლისღვრამდე იყო დაძაბული სიტუაცია, ამიტომ შევიდნენ სხდომაზე“ - გოჩა თევდორაძე

პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი ბორჯომში შექმნილ პოლიტიკურ კრიზის და ქალაქში პოლიტიკური პარტიების წევრების ჩასვლას ეხმაურება.

გოჩა თევდორაძე მიიჩნევს, რომ ბორჯომის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის  ლიდერი, ნიკა მელია და ევროპული საქართველოს ლიდერი, სერგო რატიანი, არ უნდა ჩასულიყვნენ, რადგან ის დაძაბული ფონი, რომელიც იქ არსებობდა უფრო გამწვავდა.

გოჩა თევდორაძე მიიჩნევს, რომ ის დაპირისპირება, რაც ბორჯომში შეიქმნა საკრებულოს წევრებსა და მერიის თანამშრომლებს შორის, დიალოგის გზით უნდა მოგვარებულიყო და სიტუაცია სამართალდამცავებს უნდა განემუხტათ.

გოჩა თევდორაძე მიიჩნევს, რომ სიტუაციის განმუხტვისთვის სწორი იყო ის გადაწყვეტილება, რომ საბოლოოდ პატრიოტთა ალიანსის წევრები შევიდნენ საკრებულოში და სახელფასო ნუსხა დაამტკიცეს.

„სიტუაციის ზეწოლის ქვეშ იყვნენ ეს ადამიანები. როდესაც ხედავდნენ, რომ ლამის სისხლისღვრამდე იყო დაძაბული სიტუაცია და განმუხტეს ეს სიტუაცია, როდესაც შევიდნენ სხდომაზე. ჩაატარეს სხდომა და ქართული ოცნების წევრებთან ერთად, ხმა მისცეს მატებას,“ - განაცხადა გოჩა თევდორაძემ და აღნიშნა, რომ პატრიოტთა ალიანსის წევრებზე არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და პარტიის დეპუტაცია სწორად მოიქცა სიტუაციის განსამუხტად.

გოჩა თევდორაძე ამბობს, რომ პატრიოტთა ალიანსი, ფაქტობრივად, ხელისუფლებაშია ბორჯომში და ამას ვერ ეგუება ქართული ოცნება.

ის განმარტავს, რომ ხელფასების მატების წინააღმდეგი პარტია არ არის, თუმცა, ბორჯომის მერიამ უნდა დაიწყოს დიალოგი საკრებულოსთან. 

დღის ამბები