25 აპრილი 2024,   08:09
ვრცლად
შვედეთის თავდაცვის მინისტრი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა

შვედეთის თავდაცვის მინისტრი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა. პიტერ ჰულტქვისტმა ტოტალური თავდაცვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე, ერთობლივ სწავლებებზე, სავალდებულო სამხედრო სამსახურსა და რეზერვის ახალ კონცეფციაზე ისაუბრა.

სტუმრებმა მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე შეიარაღებაც დაათვალიერეს.

„მკაფიოდ ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას, ამავე დროს აფართოებს თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთან. ძალიან ვამაყობ, რომ საქართველოში ჩემი კოლეგის მოწვევით ვიმყოფები, რომელთანაც დღეს ძალიან ნაყოფიერი დისკუსია მქონდა. ვისაუბრეთ, თუ როგორ შეგვიძლია განვავითაროთ ჩვენს ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა“,- განაცხადა ჰულტქვისტმა.

დღის ამბები