19 აპრილი 2024,   04:01
ვრცლად
სავარაუდოდ ცოცხლებს დღეს საღამოს ან ხვალ წამოიყვანენ, ტატუნაშვილის ცხედარი სავარაუდოდ ხვალ უნდა გადმოასვენონ - "პატრიოტთა ალიანსის" წევრი

მცხეთის საკრებულოს წევრი ,,პატრიოტთა ალიანსიდან“ გალინა აღსაბაძემ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარტიის წევრები ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე ნამდვილად იმყოფებიან.

მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ საოკუპაციო რეჟიმი გაათავისუფლებს ორივე დაკავებულ მოქალაქეს, ხოლო არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს სავარაუდოდ, ხვალ გადმოასვენებენ.

„სავარაუდოდ, ცოცხლებს რამდენადაც დამიკავშირდნენ დღეს საღამოს ან ხვალ წამოიყვანენ. შესულები არიან იქ ბიჭები.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი სავარაუდოდ ხვალ უნდა გადმოასვენონ უკვე. მე ვუკავშირდები, ჩვენი ბიჭები არიან იქ,“-ამბობს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ”პატრიოტთა ალიანსიდან” გალინა აღსაბაძე.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ამ წუთებში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში იმყოფებიან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ხვდებიან.

მოლაპარაკების მთავარი თემა, არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული, საქართველოს 2 მოქალაქის, ახალგორის რაიონიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანაა.

დღის ამბები