19 აპრილი 2024,   20:36
ვრცლად
ქობულეთის სანაპიროზე ნაპირსამაგრი სამუშაოების გაჭიანურებას ოპოზიცია და ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს

ქობულეთის სანაპიროზე ნაპირსამაგრი სამუშაოების გაჭიანურებას ოპოზიცია და ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს. მოსახლეობა შიშობს, რომ სამუშაოების მოცულობის გამო სეზონის გახსნამდე მისი დასრულება ვერ მოხერხდება და სანაპირო ტურისტების მისაღებად მზად არ იქნება, რაც ადგილობრივებს პრობლემებს შეუქმნის.

ოპოზიცია ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს მონიტორინგი აწარმოოს მიმდინარე სამუშაოებზე.

ნაპირსამაგრ სამუშაოებს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, ფირმა ”ალიანსი” ატარებს, ”ნაციონალური მოძრაობის” მტკიცებით, ამ ფირმის ხელმძღვანელობა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულია, რის გამოც ხელისუფლება სამუშაოების მიმდინარეობას არ აკონტროლებს.

„კომპანია, რომელიც არის მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერში გამარჯვებული, მათზე დაკისრებულ მოვალეობას და ვალდებულებას ვერ ასრულებს, გამომდინარე იქიდან, რომ მას აღნიშნულ საქმიანობაში გამოცდილებაც კი არ აქვს,“ - აღნიშნავს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბონდო თედორაძე.

ქობულეთის მერიაში ადასტურებენ, რომ 2 კილომეტრიანი სანაპირო ზოლის მოწყობა დამბალი ტემპით მიმდინარეობს, მათთვის სამუშაოების დასრულების კონკრეტული თარიღიც უცნობია.

„ჩვენ არ გვაქვს არანაირი კავშირი შემსრულებელ კომპანიასთან, ოპოზიციის ასეთი განცხადება მიმაჩნია, რომ არის უპასუხისმგებლო, აბსოლუტურად არ შეესაბამება არანაირ სინამდვილეს,“ - ამბობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძემ.

დღის ამბები