23 აპრილი 2024,   17:55
ვრცლად
ევროკავშირის შს მინისტრების შეხვედრაზე გერმანია ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულებების სტატისტიკას წარადგენს

ევროპაში უვიზო მიმოსვლის ბედი შესაძლოა ხვალ გადაწყდეს. ბრიუსელში ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები საქართველოს მოქალაქეების მიერ მოთხოვნილი თავშესაფრისა და დანაშაულის შესახებ სტატისტიკას მოისმენენ. საქართველოდან გაზრდილი არალეგალი მიგრანტებისა და კრიმინალების თემას გერმანია წამოწევს.

ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეკრებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის თემაზე ევროკავშირის ელჩები მსჯელობდნენ.

ნოემბრის შემდეგ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი გასამმაგდა, რის გამოც ოფიციალური ბერლინი რადიკალური ზომების მიღებას ითხოვს.

გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი სავარაუდოდ შეხვედრაზე წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულისა და დარღვეული სავიზო რეჟიმის სტატისტიკას.

რას აპირებს ქართული მხარე, როგორ შეაჩერებს მიგრაციის ტალღას საქართველოს ხელისუფლება- ამის შესახებ განმარტებების გაკეთება გიორგი მარგველაშვილს მოუწევს. საქართველოს პრეზიდენტი ხვალიდან ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს.

დღის ამბები