25 აპრილი 2024,   12:34
ვრცლად
რუსთავში მოკლულ ქალს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება

რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე, სადაც 53 წლის ქალი დედამ საკუთარ სახლში მოკლული იპოვა, სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. ამ დროისთვის სახლში, სადაც მოკლული ცხოვრობდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ქალს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება, თუმცა „კურიერის“ ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე დანა ან ცეცხლსასროლი იარაღი ნაპოვნი არ არის. 

მას შემდეგ რაც ოჯახის წევრმა მოკლული ქალი ბინაში იპოვა, დახმარებისთვის მეზობლებს დაუძახა.

მკვლელობის ვერსიებზე ადგილობრივებს საუბარი უჭირთ. მათ მხოლოდ ის იციან, რომ მარტოხელა ქალი არ მუშაობდა, თუმცა ჰყავდა პირადი მძღოლი, რომელიც მას ემსახურებოდა.

„კურიერის“ ინფორმაციით, რუსთავის პოლიციაში ამ წუთებში მეზობლების დაკითხვა მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები