20 აპრილი 2024,   03:30
ვრცლად
"ჩვენს გარეშე მსოფლიო გაჩერდება" - ესპანეთში ქალთა 24 საათიანი გაფიცვა მიმდინარეობს

ქალთა საერთაშორისო დღეს ესპანეთში ქალთა პირველი, 24 საათიანი გაფიცვა მიმდინარეობს.

გაფიცვის მთავარი ლოზუნგია "ჩვენს გარეშე მსოფლიო გაჩერდება", მისი მონაწილეები კი ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალურ თანასწორობასა და თანაბარ ანაზღაურებას ითხოვენ.

გაფიცვას მხარი დაუჭირეს მადრიდისა და ბარსელონის მერებმაც, აქციაში ჩაერთნენ ჟურნალისტები და მასწავლებლებიც, რომლებმაც გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ სპეციალურ მანიფესტაციასაც მოაწერეს ხელი.

მადრიდში ასობით ქალმა ველოსიპედებით მსვლელობაც მოაწყო.

დღის ამბები