25 აპრილი 2024,   14:31
ვრცლად
"მეტი ქალი ქართულ პოლიტიკაში"- პრეზიდენტი პარლამენტში გენდერული კვოტირების სისტემის დანერგვას მხარს უჭერს

საკანონმდებლო ორგანში გენდერული კვოტირების სისტემის დანერგვას მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტი.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ქართულ პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართვას.

ქალთა საერთაშორისო დღე საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელიდან მიულოცა და ქალთა უფლებების დასაცავად გაერთიანებისკენ მოუწოდა.

"მეტი ქალი მმართველობაში, მეტი ქალი ქართულ პოლიტიკაში აუცილებლად კვოტირების სისტემა, რომელიც გააძლიერებს ქალთა წარმომადგენლობას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში,"-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები