25 აპრილი 2024,   21:11
ვრცლად
უსაქმური და ნაცარქექია - პროექტი "ღამის ეკონომიკა" კალაძესა და ელისაშვილს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა 

თბილისის მერის პროექტი „ღამის ეკონომიკა“, კახა კალაძესა და მერობის ყოფილი კანდიდატის ალეკო ელისაშვილს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა.

100 დღიანი მორატორიუმის შემდეგ, კახი კალაძე მერობის ყოფილმა კანდიდატმა პირველად გააკრიტიკა და მწვავე პასუხიც მიიღო. ელისაშვილს დღეს კალაძემ „ღამის ეკონომიკის“ პროექტის გაკრიტიკებისთვის უსაქმური და ნაცარქექია უწოდა. ელისაშვილმა კი კალაძეს ნაცარქექიების საძებნელად მისვლა „ქართული ოცნების“ ოფისში ურჩია.

მწვავე კრიტიკის მიუხედავად, თბილისის მერი ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის გადახედვას არ აპირებს. ამბობს, რომ ეს დაპირება ხალხს არჩევნების წინ მისცა.

ღამის ეკონომიკის განვითარების იდეა უპირობოდ მოსწონს კალაძის თანაგუნდელებს.

თბილისის მერის ინიციატივა ღამის ეკონომიკის განვითარებაზე მწვავე კრიტიკის მიზეზი გახდა ოპოზიციაში, ისინი ფიქრობენ რომ კალაძის მიერ დაანონსებული ახალი საბჭოს შექმნა დამატებით თანხების არამიზნობრივ ხარჯვას გამოიწვევს და ამ პროექტის მიზანი კალაძის თანაგუნდელების დასაქმებაა.

თბილისში ღამის ეკონომიკის განვითარებაზე მუშაობა სპეციალურმა საბჭოს რამდენიმე დღეში უნდა დაიწყოს.

დღის ამბები