25 აპრილი 2024,   10:01
ვრცლად
საქართველო და ევროკავშირი ორმხრივი თანამშრომლობის უმაღლესი დონის ფორმატზე გადადიან

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველო და ევროკავშირი ორმხრივი თანამშრომლობის ახალ, უმაღლესი დონის ფორმატზე გადადიან. შეთანხმება გიორგი მარგველაშვილსა და ჟან-კლოდ იუნკერს შორის შედგა. მანამდე კი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარესა და გიორგი მარგველაშვილის მოლაპარაკების მთავარი თემა ვიზალიბერალიზაცია და საქართველოს ხელისუფლების სამოქმედო გეგმა იყო.

ევროგაერთიანების შინაგან საქმეთა მინისტრების ნაწილმა საქართველოს მოქალაქეების მიერ დარღვეულ სავიზო რეჟიმზე, კრიმინალსა და ევროკავშირის ქვეყნებში სხვადასხვა მოტივით თავშესაფრის მოთხოვნაზე ბრიუსელის შეხვედრის დაწყების წინ განცხადებები მედიასთან გააკეთა.

გაგრძელდა თუ არა ამ საკითხის განხილვა მოლაპარაკებების დროს ეს, ცოტა ხანში გახდება ცნობილი. ამ დრომდე ევროპის 28 ქვეყნის პირველი პოლიციელი დახურულ კარს მიღმა მსჯელობს.

მოლაპარაკებების დაწყების წინ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ბერლინი შეშფოთებულია თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების ზრდით. ამ ეტაპზე ევროპა შეჩერების მექანიზმის გამოყენებას არ აპირებს, თუმცა თუკი სავიზო პირობების დამრღვევთა რიცხვი არ შემცირდება, მაშინ შესაძლოა, რადიკალურ ზომებზე იფიქროს.

არალეგალ ქართველ მიგრანტებთან დაკავშირებით შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა. რატომ იზრდება საქართველოდან შვედეთში მუდმივად დამრჩენების რიცხვი და რა ზომები უნდა გაატაროს საქართველომ მიგრაციული ნაკადების შესაჩერებლად - ამ თემებზე მოსალაპარაკებლად გიორგი გახარიას სტოკჰოლმში მომავალ კვირას ელოდებიან.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები