24 აპრილი 2024,   20:58
ვრცლად
მე ერთმორწმუნე ბომბებს მირჩევია სამარიტელის გულმოწყალება - მეუფე ანტონი რუსეთთან ურთიერთობაზე 

„არ ვიცი, რამდენად თავხილული არ უნდა იყო, რომ არ დაინახო ის, რასაც ჩვენი ერთმორწმუნე რუსეთი დღემდე აკეთებს,“ - ეს განცხადება, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონიმ ღია წერილთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების საფუძვლად ნატო-სკენ სწრაფვა სახელდება.

„როდესაც მე ვუსმენ მაგ წერილს და თქვენს საუბარს, შიგნით ვდუღვარ. არიან ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც დღემდე სჯერათ რუსეთის მიუხედავად იმისა, რომ გეორგიევსკის ტრაქტატიდან დავიწყოთ, შედეგი არ არის გამოტანილი. არის ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც არ სჯერა რუსეთის,“ - აცხადებს მეუფე.

მეუფე ანტონის თქმით, მას აინტერესებს რა აკავშირებს ამ ადამიანებს რუსეთთან. მეუფე აღნიშნავს, რომ თუ რუსეთს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა უნდოდა, ამის შესაძლებლობა სააკაშვილის ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც ჰქონდა.

„დადგა ახალი მთავრობა და თავისუფლად შეეძლო გაეცხადებინა, რომ ჩვენ იძულებული ვიყავით მაშინ გაგვეკეთებინა ეს ნაბიჯი, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული და კარგი მთავრობა, ჩვენ ისევ ვუბრუნებთ ტერიტორიებს იმ პირობით, რომ საქართველო არ შეეხება, თორემ ვიტოვებთ ამა და ამ უფლებას ისევ,“ - განაცხადა მეუფე ანტონმა.

მეუფე აღნიშნავს, რომ რუსეთის ერთმორწმუნეობა არგუმენტად არ გამოდგება.

„მე ერთმორწმუნე ბომბებს მირჩევია სამარიტელის გულმოწყალება, ეს ორჯერ ორი ოთხია,“ - განაცხადა მეუფე ანტონმა

მეუფემ აღნიშნა, რომ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან საიდუმლო  შეხვედრაზე ის სასულიერო პირები იყვნენ, რომლებიც აშშ-ში, ევროკავშირსა და ბრიუსელში იმყოფებოდნენ. მეუფის თქმით, შეხვედრაზე მიმოიხილეს სამომავლო ურთიერთობები.

„მიმოვიხილეთ, თუ რა კვალი დათოვა ჩვენმა შეხვედრამ იქ, ამერიკაში და რა გვესახება კიდევ ხვალ და ზეგ ურთიერთობებისთვის, რომ ჩვენ, ძირითადად, მივიტანოთ ჩვენს მრევლამდე, რომ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომ ევროპა და ამერიკა ამუნია არ არის,“ - განაცხადა მეუფემ. 

დღის ამბები