25 აპრილი 2024,   00:34
ვრცლად
დასავლეთი არ არის მხოლოდ ამერიკაში სიარული და იქ ჰამბურგერის ჭამა ან კოკა-კოლის სმა, დასავლეთი არის ღირებულებები - ქეთი დევდარიანი

„ვფიქრობ, რომ კარგია, რომ გაჟღერდა ეკლესიიდან მოსაზრება, რომ დასავლეთი კარგია, თუმცა, დასავლეთი არ არის მხოლოდ ამერიკაში სიარული და იქ ჰამბურგერის ჭამა ან კოკა-კოლის სმა. დასავლეთი არის ღირებულებები,“ - ეს განცხადება, სცენარისტმა, ქეთი დევდარიანმა წმინდა სინოდის წევრების აშშ-ში ვიზიტსა და პროდასავლური განცხადებების შეფასებისას გააკეთა.

„მთავარია, ეს ყველაფერი გამოისახოს ქადაგებებში, ქცევის წესებში, მათ საეკლესიო პოლიტიკაში,“ - აცხადებს დევდარიანი.

ქეთი დევდარიანი აღნიშნავს, რომ სასულიერო პირები იმ ღირებულებების ერთგულნი უნდა დარჩნენ, რომელსაც დასავლეთი სთავაზობს ქვეყანას. 

დღის ამბები