20 აპრილი 2024,   02:32
ვრცლად
თუ ივანიშვილიდან დაწყებული თოფურიათი დამთავრებული, ვალდებულებები აქვთ მამა-მარჩენალი ქვეყნის წინაშე, ამაზე ჩვენ არ უნდა ვაგოთ პასუხი - დევდარიანი 

„ჩემთვის მტკივნეული არის გონორი, ის, რომ სირცხვილად არ ითვლება კოლაბორაციონიზმი ამ ქვეყანაში,“ - ეს განცხადება, სცენარისტმა, ქეთი დევდარიანმა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან რუსეთთან დამოკიდებულების შეფასებისას გააკეთა.

სცენარისტი, ქეთი დევდარიანი ქეთა თოფურიას მოწოდებასაც ეხმაურება, რომელმაც რუსეთის მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

„კონკრეტულად, ვინ პურის ფულს, რომელ ქვეყანაში შოულობს თავისთვის, ეს ჩემთვის ნამდვილად არ არის საინტერესო და მორალისტის პოზიციიდან არ ვაპირებ, ვინ სად იმღეროს, ამაზე საუბარს. მაგრამ თუ ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული ქეთა თოფურიათი დამთავრებული, რაღაც ვალდებულებები თუ აქვთ და აქვთ მათი მამა-მარჩენალი ქვეყანის წინაშე, ამაზე ჩვენ არ უნდა ვაგოთ პასუხი. მათი პოლიტიკური განცხადებები და რუსეთის ქება, ეს აღარ არის უკვე სიმღერის და პროფესიის ნაწილი, ეს არის უკვე მედიის საშუალებით გავლენის მოხდენის მცდელობა,“ - განაცხადა დევდარიანმა.

დევდარიანი აღნიშნავს, რომ სირცხვილია, როდესაც დღის წესრიგში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების მოთხოვნა დგას და ამ დროს ზოგიერთი ადამიანი აცხადებს, რომ მას რუსეთი მოსწონთ.

დღის ამბები