18 აპრილი 2024,   17:06
ვრცლად
როგორ მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური რეკომენდაციას ავრცელებს

როგორ მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური რეკომენდაციას ავრცელებს.

„იპოვეთ შენობა და შეაფარეთ თავი. დაიცავით სხეულის მგრძნობიარე ნაწილები (სახე, კიდურები). დარეკეთ 112-ში, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ პანიკას, დაელოდეთ სამაშველო რაზმს.

მყარად დაამაგრეთ ყველა ის ნივთი, რომელიც შეიძლება ჩამოვარდეს ძლიერი ქარის შედეგად. დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები, რათა დაიცვათ თავი დამტვრეული მინისგან. მიიღეთ განახლებული ინფორმაცია ამინდის პროგნოზის ან/და ევაკუაციის გეგმის შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ იმყოფებით ევაკუაციის ზონაში, ყურადღებით მოუსმინეთ ინსტრუქციებს ან დარეკეთ 112-ში,“ - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციაში.

დღის ამბები