20 აპრილი 2024,   02:58
ვრცლად
"სამარცხვინო," "სამშობლოს ღალატი"... - კვირიკაშვილი კრემლში გაგაზავნილი მიმართვის გამო, ოპოზიციაში მწვავედ გააკრიტიკეს

პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი რუსეთს გონივრული გადაწყვეტილებების და ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. მთავრობის მეთაურის მიმართვაში სწორი გზავნილები დღეს მხოლოდ ხელისუფლებამ ამოიკითხა.

საპარლამენტო უმრავლესობის და მთავრობის წევრები, პრემიერს ანალიტიკურ გათვლებს და "პოლიტიკურ შორსმჭვრეტელობას" უწონებენ.

უკვე 2 კვირაა, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი და მთელი ქვეყანა დატყვევებული ცხედრის გადმოცემას ელოდება. ამ ვითარებაში, გიორგი კვირიკაშვილის წერილის ტონალობას და შინაარსს "სამარცხვინოს" უწოდებენ ოპოზიციაში.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული, ე.წ. დათბობის პოლიტიკის უმძიმეს შედეგებზე და ხელისუფლების უსუსურობაზე საუბრობენ.

უფრო კრიტიკულია არასაპარლამენტო ოპოზიცია. „რესპუბლიკური პარტიის“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები, ხელისუფლებას უსუსური პოლიტიკის გამო აკრიტიკებენ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ რუსეთმა საქართველოდან კრემლში დაწერილი გზავნილი მიიღო.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე კი გიორგი კვირიკაშვილის წერილს საჭიროს, მაგრამ დაგვიანებულს უწოდებს.

ერთადერთი პარტია ოპოზიციიდან, ვინც პრემიერს წერილის შინაარსი მოუწონა, „პატრიოტთა ალიანსი“ იყო. ირმა ინაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყველა, ვინც წერილის გამო კვირიკაშვილს თავს ესხმის, ქვეყნის მტერია.

დღის ამბები