18 აპრილი 2024,   20:20
ვრცლად
23 გარდაცვლილი და 100-მდე დაშავებული - საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკული მოვლენიდან 62 წელი გავიდა

23 გარდაცვლილი და 100-მდე დაშავებული - ეს ციფრები დაწერეს საბჭოთა რეჟიმის წარმომადგენლებმა 9 მარტის სისხლიანი ტრაგედიის შემდეგ. ასობით ადამიანის გვამი კი ისე გადამალეს, რომ მათ კვლების წლების შემდეგაც ვერ მიაგნეს.

1956 წლის 9 მარტის მოვლენებს წინ 4-დღიანი საპროტესტო აქცია უძღვოდა, კულმინაციამ ტრაგედიის დილას მიაღწია, მშვიდობიან მომიტინგეებს ესროდნენ ყველა იარაღიდან, დაუნდობლად შეყავდათ ტანკების ხალხით სავსე ქუჩებში. საბჭოთა ხელისუფლების გაღიზიანება მაშინ ხალხის ხმამ გამოიწვია.

62 წლის შემდეგ ტრაგიკული მოვლენების უშუალო მონაწილეები 9 მარტს დატრიალებულ სისხლისღვრას აფასებენ.

9 მარტს თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია პოლიტიკურად მასშტაბური აღმოჩნდა. ასობით გარდაცვლილი და კიდევ უფრო მეტი დაშავებული, ყველა სისხლიანი პარასკევის ტრაგედიაზე საუბრობდა.

საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკული მოვლენიდან 62 წელი გავიდა, ისტორიის გადაფასება ხდება, 9 მარტიდან 9 მარტამდე ხალხი კიდევ უფრო მეტად აანალიზებს, საბჭოთა რეჟიმის სისასტიკეს.

დღის ამბები