20 აპრილი 2024,   15:29
ვრცლად
გიორგი გახარია ევროპოლის შტაბბინაში ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რობ უეინრაითს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი უვიზო მიმოსვლის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს ევროკავშირში. გიორგი გახარია დღეს ქალაქ ჰააგაში ევროპოლის შტაბბინაში ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რობ უეინრაითს შეხვდა.

მხარეებმა ხელი მოაწერეს უსაფრთხო კომუნიკაციის არხის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის მეკავშირეობის შესახებ შეთანხმებას.

გიორგი გახარიამ ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

დღის ამბები