24 აპრილი 2024,   12:40
ვრცლად
ბათუმში ზღვამ ახალშობილის ცხედარი გამორიყა

ბათუმში ზღვამ ახალშობილის ცხედარი გამორიყა. ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, სადაც ახალშობილის ცხედარი იპოვეს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, ახალშობილის ცხედარს ყელის არეში, სავარაუდოდ, ძაფი ჰქონდა მოჭერილი.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები