19 აპრილი 2024,   17:51
ვრცლად
„აბორტი არის ნატურალური ფაშიზმი" - პატრიარქის მოსაყდრე

პატრიარქის მოსაყდრემ აბორტების აკრძალვის აუცილებლობაზე ისაუბრა. მეუფე შიო მუჯირი აბორტს ნატურალურ ფაშიზმს უწოდებს და ამბობს, რომ საქართველოში წლის განმავლობაში 40 ათასი აბორტზე მეტი კეთდება.

„აბორტი არის ნატურალური ფაშიზმი, რომელ ჩხუბსა და დაჭრაზე საუბრობთ, როცა წელიწადში 40 ათასი ბავშვი იკვლება მარტო ჩვენ მიერ, ეს არაოფიციალურად, თუ მივამატებთ ამას ქიმიურ აბორტებს, ეს ადის ასობით ათასზე. სულიერად რომ შეხედოთ, ღმერთი არასდროს არ მისცემს იმ ერს ბედნიერებასა და გამარჯვებას, რომელიც არის საკუთარი შვილების მკვლელი. თუ ქმარი ცოლს შეეხო, რა თქმა უნდა, ესეც ამაზრზენია და ნებისმიერი ქმარი ცოლს თუ სცემს, ის არაკაცი და დასასჯელია, მაგრამ იქვე რატომ არ ამბობთ, რომ ეს ვინც გააკეთა, ის უარესია,“- განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა.

დღის ამბები