20 აპრილი 2024,   06:32
ვრცლად
აშშ-ის მსროლელთა ეროვნული ასოციაცია ფლორიდის შტატს სასამართლოში უჩივის

შეერთებული შტატების მსროლელთა ეროვნული ასოციაცია ფლორიდის შტატს სასამართლოში უჩივის.

ორგანიზაცია სასამართლოში იარაღის გაყიდვაზე კონტროლის გამკაცრების შესახებ ახალ კანონს გაასაჩივრებს, რომელსაც შტატის გუბერნატორმა მოაწერა ახელი.

ახალი რეგულაციის თანახმად, ფლორიდის შტატში 21 წლამდე ახალგაზრდებზე ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვა აიკრძალება. შტატის ხელისუფლებამ კანონპროექტი პარკლენდის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ შეიმუშავა.

14 თებერვალს სკოლის მოსწავლემ სასწავლებელში ცეცხლი გახსნა და 17 ადამიანი მოკლა. ფლორიდის შტატის გუბერნატორის განცხადებით, ახალი კანონი მსგავსი თავდასხმების პრევენციას ისახავს მიზნად.

დღის ამბები