25 აპრილი 2024,   09:14
ვრცლად
ბაშარ ასადის არმიამ აღმოსავლეთ გუთას რეგიონი სამ ნაწილად გაყო

ბაშარ ასადის არმიამ აღმოსავლეთ გუთას რეგიონი სამ ნაწილად გაყო. სამთავრობო ძალებმა ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რეგიონზე შეტევა გააძლიერეს და კიდევ რამდენიმე დასახლება დაიკავეს. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების შედეგად არმიამ ალყაში მოაქცია გუთას უდიდესი ქალაქი დოუმაც და ამ დროისთვის, ფაქტობრივად, რეგიონის ტერიტორიის ნახევარს აკონტროლებს. დამასკოს მახლობლად მდებარე ანკლავის ასაღებად შეტევა ასადის არმიამ გასულ თვეს დაიწყო. რამდენიმე კვირიან ავიაიერიშებს რეგიონში ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 

დღის ამბები