19 აპრილი 2024,   08:51
ვრცლად
ტყეში ნაპოვნი ადამიანის ძვლები - ვალოდია ჯავახაძის ოჯახი 8 თვეა ცხედრის გადაცემას ითხოვს 

შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე ერთი წელია წყალტუბოს რაიონში გაუჩინარებულ ვალოდია ჯავახაძეს ეძებს. 72 წლის ვალოდია ჯავახაძის ცხედარი უკვე 8 თვეა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია. ქვემო ქვიტირში, ტყეში ნაპოვნი ნეშტი თბილისში 2017 წლის ივნისს გადმოასვენეს და ამ დრომდე ოჯახისთვის არ დაუბრუნებიათ. დაგვიანებას იმით ხსნიან, რომ ექსპერტიზას დრო სჭირდება. ადგილზე, სადაც გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს, ტანსაცმელი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობაც ოყო, ვინაობის დასადგენად ექსპერტებმა გარდაცვლილის შვილის დნმ-იც აიღეს, თუმცა უკვე მერვე თვეა ვერ დაადგინეს, არის თუ არა ცხედარი ნამდვილად ვალოდია ჯავახაძის.

ვალოდია ჯავახაძე 2017 წლის 22 იანვარს სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. 6-თვიანი ძებნის შემდეგ, ტყეში ადამიანის ძვლები იპოვეს.

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი. 

 

დღის ამბები