23 აპრილი 2024,   11:47
ვრცლად
ექიმბაშები საქართველოში - ე.წ. ხალხური მკურნალობა 

ექიმბაშები და სახალხო მკურნალობა საქართველოში - ზოგიერთი მკურნალი მედიკამენტებს არ იყენებს, ზოგიერთი კი მხოლოდ მცენარეული პრეპარატებით მკურნალობს. ზოგიერთი მათგანი იმდენად სახელგანთქმულია, რომ უამრავი ადამიანი ელოდება საკუთარ რიგს. 

აზერბაიჯანელ ხანუმას ჰაიმორიტთან ბრძოლის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ხანუმა მამედოვა უკვე 50 წელია ხალხს ეხმარება. მისი მკურნალობის ხარისხი მედიკამენტებზე არაა დამოკიდებული. თეთრი ხალათი, თავსაბურავი და სამედიცინო ხელთათმანი - ჰიგიენის დაცვის ერთადერთი ატრიბუტებია.

მარნეულში, ხანუმას მსგავსად, კიდევ ერთი მკურნალი ცხოვრობს. ალგეთში მცხოვრები თაზაქენდელი მკურნალის ედგარის პოპულარობაზე, იმ ხალხის რაოდენობა მეტყველებს, რომლებიც საკუთარ რიგს ელოდებიან. როგორც თავად ამბობს, ყველა დაავადებას მკურნალობს.

კიდევ ერთი მკურნალი გურიაში ცხოვრობს. 50 წელია სხვადასხვა მცენარით წამლებს ამზადებს. მის მეზობლად ცხოვრობს სახალხო მკურნალი კოტე ჯაფარიძე.

მცენარეული პრეპარატებით მკურნალობს ქეთევან მანჯგალაძეც. ამბობს, რომ ონკოლოგიურ დაავადებებსაც კურნავს.

მიუხედავად იმისა, რომ ქეთევან მანჯგალაძის კაბინეტი ჯანდაცვის სამინისტროს გვერდით მდებარე შენობაშია განთავსებული, მის მეთოდებსა და ე.წ. სამკურნალო საშუალებებზე, სამინისტროში არ აქვთ ინფორმაცია. 

უწყებაში ამბობენ, რომ ექიმბაშებს საქმიანობას მხოლოდ იმ შემთხვევაში აუკრძალავენ, თუკი მათი საქმიანობის შესახებ შეიტყობენ.

ავტორი: ნანიკო სისვაძე. 

დღის ამბები