25 აპრილი 2024,   12:16
ვრცლად
ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია

ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია. ამის შესახებ განცხადება, შს სამინისტროში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. 

უწყების ცნობით დაკავებულია 1975 წელს დაბადებული მამაკაცი. მან ბრალად განზრახ მკვლელობა ედება. დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  7-დან 15 წლამდე პატიმრობას ემუქრება. 

ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

„პოლიციელებმა 1975 წელს დაბადებული ვ.წ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 მარტს თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე შურისძიების მოტივით 1957 წელს დაბადებულ გ.რ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში, სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. გ.რ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი, სანადირო თოფი, ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი,“ - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

ვერაზე 11 მარტს ყოფილი კრიმინალური ავტორიტეტი გოგი ხატოევი მოკლეს. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. გოგი ხატოევი საკუთარ სახლში მოკლული გამთენიისას იპოვეს. 

დღის ამბები