25 აპრილი 2024,   12:16
ვრცლად
დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამეგრელოს რეგიონში 18 ათასი ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი კუპიურები გაასაღა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 11 ერთეული ყალბი 100-ლარიანი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

დღის ამბები