24 აპრილი 2024,   13:23
ვრცლად
კომპანია კიდევ 17 ჰექტარი მიწის მოთხოვნას გეგმავს - სპეციალისტები დმანისში არსებულ მდგომარეობას კატასტროფულს უწოდებენ

საყდრისის კომიტეტის წევრების ინფორმაციით, “RMG GOLD”-ის წარმომადგენლებს სურთ ამავე ტეროტორიის მიმდებარედ კიდევ 17 ჰექტარის პრივატიზების მოთხოვნით ეკონომიკის სამინისტროს მიმართოს.

საყდრისის კომიტეტის წევრი ნინო ბურჭულაძე აცხადებს, რომ ეს კიდევ უფრო გაზრდის დაბინძურების მასშტაბებს.

„კომპანია უახლოეს ხანში გეგმავს კიდევ დამატებით, დაახლოებით 17 ჰექტარი მიწის მოთხოვნას ქონების მართვის ეროვნული საგანეტოსთვის. ეს შემაშფოთებელია და ამაზე საუბრობენ გარემოს დაცვის ექსპერტებიც. “RMG GOLD”-ის საქმიანობის გაფართოება კიდევ უფრო გაზრდის დაბინძურების წყაროებს,“-ამბობს ბურჭულაძე.

ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითი კვლევების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე ღონღაძე კი ამბობს, რომ დმანისში არსებული მდგომარეობა საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისთვის.

მისი თქმით, თუ აქამდე წყლის, შემდეგ კი ჰაერის დაბინძურება ფიქსირდებოდა, 2017 წლის კვლევით უკვე ნიადაგში ტყვიაც აღმოჩნდა.

ღონღაძე აცხადებს, რომ იქაური ნიადაგი უკვე მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია.

დღის ამბები