23 აპრილი 2024,   21:00
ვრცლად
იუბერ დე ჟივანში გარდაიცვალა

91 წლის ასაკში ფრანგული მოდის ლეგენდა, იუბერ დე ჟივანში გარდაიცვალა.

ჟივანში 1927 წელს პარიზში დაიბადა, მოგვიანებით დააარსა საკუთარი სახელობის მოდის სახლი და ისეთი ცნობილი ადამიანების ჩაცმულობაზე ზრუნავდა, როგორებიც ოდრი ჰეპბერნი და ჯაკლინ კენედი იყვნენ.

ფრანგული მედიის ცნობით, დიზაინერის დაკრძალვის ცერემონია ვიწრო წრეში გაიმართება. ოჯახის წევრებს ასევე სურთ, რომ ყვავილების შეძენის ნაცვლად მსურველებმა თანხა გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდს შესწირონ.

დღის ამბები