20 აპრილი 2024,   06:22
ვრცლად
სადაო 16 ჰექტარი მიწა დმანისში-RMG-ისთვის კონკურენციის გასაწევად პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო სექტორი ერთიანდებიან

პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო სექტორი დმანისის გადასარჩენად ერთიანდება. ამავე სახელწოდების ფონდი სავარაუდოდ ერადერთი იქნება, რომელიც შეეცდება კომპანია RMG GOLD-ის ნაცვლად იჯარით მოიპოვოს საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს ტერიტორიაზე მდებარე და აუქციონზე გამოტანილი 16 ჰექტარი მიწა. სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამ გზით დმანისში სავალალო შედეგებს და ეკოლოგიურ კატასტროფას თავიდან აიცილებენ.

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ RMG GOLD-ის უკან ხელისუფლება დგას და საქმე კორუფციულ გარიგებას ეხება. გარდა ამისა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ იმასაც, რომ ხელისუფლება თვალს RMG GOLD-ის მიერ შეუსრულებელ სამუშაოებზე მხოლოდ ერთი მიზეზით ხუჭავს-მის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

პარალელურად, საყდრისის გადარჩენის კომიტეტი ეკონომიკის სამინისტროს იმ აუქციონის გაუქმებას ითხოვს, რომელზეც 16 ჰექტარი იჯარით გადასაცემად არის გამოტანილი. ამ მიწის იჯარით აღების ერთადერთი მსურველი RMG GOLD. სამოქალაქო აქტივისტები დარწმუნებულები არიან, რომ RMG GOLD დამატებით ტერიტორიების მიერთებასაც გეგმავს და ჯამში ხელში 35 ჰექტარ ტერიტორიას ჩაიგდებს, რაც ამ რეგიონს პრაქტიკულად მკვდარ ზონად გადააქცევს.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტრომ, დმანისში 16 ჰა. მიწის ფართობზე აუქციონი გამოაცხადა. ეს ტერიტორია საყდრისს ესაზღვრება. მიწის საწყისი საიჯარო ფასი 15000 ლარს შეადგენს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები