25 აპრილი 2024,   03:39
ვრცლად
შედეგი საქართველოს ხელისუფლების მაამებლური და უპრინციპო პოლიტიკისა - ბოკუჩავა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე 

„ეს განცხადება არის პირდაპირი შედეგი საქართველოს ხელისუფლების მაამებლური და უპრინციპო პოლიტიკისა,“- აცხადებს „ ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თინა ბოკუჩავა ლავროვის უწყების განცხადებაზე საუბრისას.

განცხადებას, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პრემიერის მიმართვის საპასუხოდ გამოაქვეყნა თინა ბოკუჩავა დამცინავს უწოდებს.

„ეს განცხადება არის პირდაპირი შედეგი საქართველოს ხელისუფლების მაამებლური და უპრინციპო პოლიტიკისა, რომელსაც ის ატარებს ბოლო 5 წელია, რომელსაც ის ატარებს რუსეთის ფედერაციის მიმართ.

როდესაც პრემიერ მინისტრისგან ვისმენთ მოღალატეობრივ განცხადებებს, როდესაც მათი მინისტრები პუტინს არ ცნობენ მტრად, როდესაც არ ისჯებიან ადამიანები, რომლებიც კლავენ ჩვენს მოქალაქეებს საოკუპაციო ზოლს მიღმა და ამის შესახებ ხელისუფლებას არ სურს მიიღოს პრინციპული და ქმედითი განცხადებები და რეზოლუციები პარლამენტში. ამ ნაბიჯებს ცხადია შემდგომ მოჰყვება სწორედ ისეთი დამცინავი განცხადებები, როგორიც მოვისმინეთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან“-აცხადებს თინა ბოკუჩავა.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადება დღეს გამოქვეყნდა. განცხადებაში ოფიციალური მოსკოვი მიესალმება ჟენევის დისკუსიაში პრემიერის ჩართვის ინიციატივას. საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთისთვის ეს ჟესტი იმის ნიშანია, რომ მარტის ბოლოს დაგეგმილ რაუნდზე ქართული მხარის კონსტრუქციულობას გამოიჩენს.

დღის ამბები