18 აპრილი 2024,   17:45
ვრცლად
მეგან მარკლი სამეფო ოჯახის წევრის სტატუსით პირველ ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრო 

მეგან მარკლი სამეფო ოჯახის წევრის სტატუსით პირველ ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრო. პრინც ჰარის საცოლემ დედოფალთან და სამეფო ოჯახის წარმომადგენლებთან ერთად თანამეგობრობის ორგანიზაციისადმი მიძღვნილ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართა. 2 ათას მიწვეულ სტუმარს შორის ქვეყნის პრემიერმინისტრი, ტერეზა მეიც იმყოფებოდა.

თანამეგობრობის ორგანიზაციას ელისაბედ მეორე 1952 წლიდან ხელმძღვანელობს და ის 53 ქვეყანას აერთიანებს.

 

ფოტო - BBC

დღის ამბები