20 აპრილი 2024,   03:12
ვრცლად
ირაკლი კობახიძე ამ წუთებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება

ირაკლი კობახიძე ამ წუთებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.

პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო საქმიანობაზე, საკონსტიტუციო განხილვებსა და ასევე მართლმსაჯულების მესამე ტალღის რეფორმაზე ისაუბრა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.

ცნობილი გახდა, რომ უახლოეს პერიოდში პარლამენტი რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე დაიწყებს მუშაობას, რაც საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერებას გულისხმობს.

„ჩვენი მთავარი მიზანი იყო ამ სურათის შეცვლა და პროავტორიტარული კონსტიტუციის ჩანაცვლება ისეთი დოკუმენტით, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში გამორიცხავს საქართველოში ნებისმიერ ტიპის ავტოკრატიის ფორმირებას და ახალი მოდელი, რომელიც არის დამკვიდრებული და რომელიც სრულფასოვნად ამოქმედდება მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ, ზუსტად ამ მიზანს ემსახურება და ის გრძელვადიან პერსპექტივაში გამორიცხავს საქართველოში ავტოკრატიის, ავტორიტარიზმის ჩამოყალიბებას და შესაბამისი პროცესების განვითარებას. ეს არის საპარლამენტო მმართველობის მოდელი, თავისი პროპორციული საარჩევნო სისტემით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის, თქმით, შეხვედრაზე განიხილება პარალამენტის საქმიანობის ანგარიში.

„პარლამენტის თავმჯდომარე ორგანიზაციებს გააცნობს პარლამენტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, ასევე მოისმენს კითხვებს, თუ რა კითხვები აქვთ პარლამენტის თავმჯდომარესთან სამოქალაქო სექტორს, ასევე განიხილება ის პერსპექტივები,“ - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

დღის ამბები