24 ივნისი 2018,   16:32
ვრცლად
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

საუკუნის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დეკანოზ მამალაძის ადვოკატები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.

უფლებადამცველებს იმედი აქვთ, რომ უზენაესი სასამართლო თავისუფალი იქნება და წინა ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, დეკანოზის პატიმრობის შესახებ შეცვლის.

წინააღმდეგ შემთხვევაში დეკანოზ მამალაძის ადვოკატები სარჩელის მომზადებას უკვე სტრასბურგისთვის დაიწყებენ.

„პირველმა და მეორე ინსტანციის სასამართლომ მიიღო უკანონო განაჩენი და ამ უკანონო განაჩენის გასაჩივრება ხდება  უკვე საკასაციო წესით უზენაეს სასამართლოში. თუ საქართველოს უზენაესი სასამართლო ჩამორეცხავს იმ სირცხვილს ამ საქმეზე, რაც ორი ინსტანციის სასამართლომ გამოიტანა, პირველ რიგში სასამართლოს ინტერესში უნდა შევიდეს,“- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

დღის ამბები