16 აპრილი 2024,   21:28
ვრცლად
დიდ ბრიტანეთს რუსი აგენტის მოწამვლის საქმეზე სოლიდარობა ევროკავშირმა გამოუცხადა

შეერთებული შტატების შემდეგ, დიდ ბრიტანეთს რუსი აგენტის მოწამვლის საქმეზე სოლიდარობა ევროკავშირმა გამოუცხადა. ევროკომისარი, ვალდის დომბროვსკისი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მაღალი ალბათობით სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან რუსეთი დასახელდა.

განცხადება გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმაც. იენს სტოლტენბერგის თქმით, ბრიტანეთი ალიანსის ღირებული მოკავშირეა და წევრებს შორის სკრიპალის მოწამვლის ფაქტი სერიოზულ მღელვარებას იწვევს.

ტერეზა მეიმ პარლამენტში გამოსვლისას რუსი აგენტის მოწამვლაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. ბრიტანეთის პრემიერმა მოსკოვს ულტიმატუმიც წაუყენა და დღის ბოლომდე მისცა ვადა ახსნა-განმარტებისთვის, თუ როგორ მოხვდა რუსული წარმოების ტოქსიკური გაზი "ნოვიჩოკი" დიდ ბრიტანეთში.

ტერეზა მეიმ რუსეთი მკაცრი საპასუხო ზომების შესახებაც გააფრთხილა. 

დღის ამბები