25 აპრილი 2024,   13:52
ვრცლად
პალესტინის ავტონომიის პრემიერ-მინისტრი აფეთქებას გადაურჩა

პალესტინის ავტონომიის პრემიერ-მინისტრი აფეთქებას გადაურჩა. თავდასხმა რამი ჰამდალაზე ღაზას სექტორში მოხდა. გზაზე, სადაც რამი ჰამდალას კორტეჟს უნდა გაევლო, ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

აფეთქებამ კორტეჟის სამი მანქანა დააზიანა, თავად პრემიერი უვნებელი გადარჩა. პალესტინის ავტონომიის ადმინისტრაციამ მომხდარი პარტია „ფათხის“ ლიდერის წინააღმდეგ დაგეგმილ მკვლელობად შეაფასა.

ადმინისტრაციამ აფეთქების ორგანიზებაში დაჯგუფება „ჰამასი“ დაადანაშაულა, რომელიც ღაზას სექტორს მთლიანად აკონტროლებს. 

დღის ამბები