24 სექტემბერი 2018,   03:03
ვრცლად
"თქვენს მინისტრს ფეხებზე ჰკიდია კანონები" - კამათი ბოკერიასა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს შორის

ფინანსთა მინისტრის მოადგილის შეხვედრა საპარლამენტო ფრაქცია „ევროპულ საქართველოსთან“ ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.  საუბრის მთავარი თემა დაგროვებითი პენსია იყო თუმცა ნიკოლოზ გაგუას განმარტებების გაკეთება მინისტრის პარლამენტში არ მისვლის გამოც მოუწია.

გიგა ბოკერიამ მას სთხოვა განემარტა, რატომ ვერ შეძლო მინისტრმა ამ დრომდე პარლამენტში მისვლა, ან პარტიის წერილზე პასუხის გაცემა.

„სამი კვირის წინ ვთხოვეთ თქვენს მინისტრს, რომ პასუხი გაეცა ჩვენთვის როდის შეძლებდა მოსვლას. და დღემდე კეთილი არ ინება და პასუხიც კი არ გაგვცა როდის გამონახავდა დროს. მე მაქვს თქვენთან ასეთი შეკითხვა , არის სულ რამდენიმე ვარიანტი. პირველ ვარიანტი - თქვენს მინისტრს არ აღელვებს კანონის უზენაესობა  და კანონზე მაღლა აყენებს საკუთარ თავს, ფეხებზე ჰკიდია კანონები. მეორე ვარიანტი- კეძოდ, პარლამენტთან მიმართებაში არ აღელვებს კანონები და უნდა, რომ ფეხებზე დაიკიდოს. მესამე ვარიანტი -ოპოზიციის, კერძოდ „ევროპული საქართველოს“ მიმართ აქვს ეს დამოკიდებულება და მეოთხე  ვარიანტი- ისეთი დაკავებულია, რომ წამი დრო არ აქვს,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ. რაზეც ნიკოლოზ გაგუამ აღნიშნა, რომ მინისტრი გეგმავს პარლამენტში მისვლას.

„ჩვენ შევთანხმდი დღევანდელი შეხვედრის ესეთ ფორმატზე, რომელზეც იქნებოდა ტექნიკური მსჯელობები კონკრეტულ საკითხზე. რაც შეეხება მინისტრის ვიზიტს პარლამენტში. ეს საკითხი იგეგმება,“-განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

რაც შეეხება დაგროვებით პენსიას "ევროპულ საქართველოში" მიიჩნევენ, რომ არსებული პროექტი ვერ უზრუნველყოფს  იმას, რომ მოქალაქეებს იმ დროს როდესაც ისინი საპენსიო ასაკში იქნებიან ჰქონდეთ ნორმალური და ადეკვატური პენსია.

პარტიამ კალკულაცია ფინანსთა მინისტრის მოადგილეს სხდომაზე თავად წარუდგინა , სადაც საშუალო ხელფასი მაგალითისთვის „ევროპულმა საქართველომ“ აიღო 500 ლარი და დაითვალა, რომ 30 წლის შემდეგ ასეთი ხელფასის მქონე მოქალაქისთვის პენსიის ზრდა მხოლოდ 104 ლარით მოხდება. 

დღის ამბები